ტურიზმი

კომპლექსური აღრიცხვა – ყველაზე გავლენიანი ინდუსტრიისთვის

ტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიაა, რომელიც ყოველწლიურად ტრილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ქმნის ასობით მილიონ სამუშაო ადგილს, ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამავდროულად  ეკოსისტემების კონსერვაციას;

ტურისტული საქმიანობის და ფინანსური აღრიცხვის სუბიექტები არიან:

  • ტუროპერატორი

  • ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი)

  • დაკავშირებული ტურისტული  მომსახურების მიმწოდებელი

  • გრძელვადიანი დასვენებისა და დროის განაწილების ხელშეკრულებების მიმწოდებელი

  • ტურისტული გიდი

  • საფეხმავლო გამყოლი

  • რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები

ბუღალტერიის როლი გადამწყვეტია ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიაში:

ბიზნესის ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვაში, ფინანსების კონტროლის, ხარჯების მართვის, საგადასახადო რეგულაციების დაცვისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში;

ის ეხმარება ბიზნესს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ფინანსური სიჯანსაღის მიღწევაში,  მყარი და დადებითი რეპუტაციის შექმნაში;

რადგან, მონაცემთა შენახვის შეცდომები, ცუდი ფინანსური ანგარიშგება –  ყველაზე დიდ სტრატეგიულ საფრთხეს უქმნის ბიზნესს. ეს რისკი გავლენას ახდენს კორპორაციულ სტრუქტურაზე, შემოსავალზე და იწვევს ქაოსს;

ტურისტულ ინდუსტრია მჭიდრო კავშირშია ინსტიტუტების ფართო სპექტრთან, როგორიცაა:

სახელმწიფო, სააგენტოები, სასტუმროები, რესტორნები, ავიაკომპანიები, ღვინის მწარმოებელი კომპანიები,საგანმანათლებლო ორგანიზაციები,საბითუმო და საცალო მოვაჭრეები და ა.შ. ამ მოცემულობიდან გამომდინარე,

ჩვენ გთავაზობთ, საჭიროებაზე  დაფუძნებულ სააღრიცხვო გადაწყვეტილებებს:

შემომყვანი,

გამყვანი და

ადგილობრივი ტურიზმით დაკავებული კომპანიებისთვის

1. ტურისტული კომპანიის დაფუძნების იურიდიული საჭიროებები და პროცედურები

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად (შპს) ან ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირების პროცედურები;

2. ორგანიზაციის დაფინანსების წყაროების და გრანტების ღრიცხვა

ა) ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ნებაყოფლობითი შემოწირულებები და საწევრო გადასახდელი;

ბ) შესაბამისი პროგრამების ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

გ) გრანტები და სხვა შემოწირულებები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;

3. ბიუჯეტირებისა და ანალიზის სისტემის  შემუშავება და დანერგვა, როგორც კომპანიის ასევე დანახარჯთა წერტილებისა და მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულების მიხედვით

ეფექტური ბუღალტრული სისტემა საშუალებას გაძლევთ, გქონდეთ სათანადო ბიუჯეტის ანალიზი, რათა შეაფასოთ ღირებულება, ხარჯები და შემოსავალი,  შესაბამისად დააკორექტიროთ ბიუჯეტი;

4. Cash flow მონიტორინგი, ოპერაციების სეზონურობის გათვალისწინებით

ფულადი სახსრების ნაკადის დეტალური ანალიზი, ტურისტულ კომპანიას უადვილებს ფულადი ნაკადების სათანადო პროგნოზის გაკეთებას;

ჩვენ გვესმის ოპერაციების სეზონური ბუნება და შეგვიძლია მოგცეთ რჩევები,  ფულადი ნაკადების მართვაზე – სეზონურ და წლიურ ჭრილში, რათა თავიდან აიცილოთ ფულადი სახსრების პოტენციური დეფიციტი ან ზედმეტი გახარჯვა;

5. საგადასახადო კანონებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

საქართველოს საგადასახადო კანონები მუდმივად იცვლება(დღგ, შეღავათები). კარგ აღრიცხვის სისტემას შეუძლია უზრუნველყოს ტურისტული კომპანიების დაცვა ამ რეგულაციების შესაბამისად;

6. ზუსტი ფინანსური ჩანაწერების წარმოება კლასების, პაკეტების, ტურიზმის სახეობების მიხედვით

(საქმინიანი ტურიზმი, ეკო ტურიზმი, კულტურული ტურიზმი, სამთო-სათხილამურო ტურიზმი, გასტრონომიული ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, სამედიცინო და ა.შ)

ჩვენი  სისტემით,  შეგიძლიათ ზუსტად აკონტროლოთ  შემოსავალი, ხარჯები, მოგება და ზარალი;

მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები: ფასების, სტრატეგიების, მარკეტინგული კამპანიების და  ბიზნესის სხვა არსებითი ასპექტების შესახებ;

7. საგადასახადო ავანსების და სხვა დაკავშირებული სერვისების აღრიცხვა

8. შემოსავლის ტრანზაქციების აღრიცხვა და ანალიზი

შეიძლება მოიცავდეს ბილეთების გაყიდვას, სასტუმროს დაჯავშნას, ტურის პაკეტებს და მოგზაურობასთან დაკავშირებულ სხვა სერვისებს ;

9. ხარჯების აღრიცხვა და ანალიზი

შეიძლება შეიცავდეს ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია თანამშრომლების ხელფასთან, მარკეტინგთან და რეკლამასთან, მგზავრობის ხარჯებთან და აღჭურვილობის მოვლასთან;

10.აქტივების აღრიცხვა და ანალიზი

შეიძლება შეიცავდეს ნაღდ ფულს, დებიტორულ ანგარიშებს, ინვენტარს და აღჭურვილობას;

11. ვალდებულებების აღრიცხვა და ანალიზი

შეიძლება მოიცავდეს გადასახდელებს და სესხებს;

და სხვა