სრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა – როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი, ყველაზე დინამიური და ემოციური ინდუსტრიისთვის
მედიცინა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებადი სფეროა, მათ შორის ფინანსების კუთხითაც.
რეგულაციები ხშირად რთული და მრავალფეროვანია. ამიტომ, მრავალწლიანი გამოცდილებისა და ჯანდაცვის ბაზრების აღრიცხვის ღრმა ცოდნის საფუძველზე, შევიმუშავეთ ინდუსტრიის სპეციფიკური საბუღალტრო, საკონსულტაციო და აუდიტის სერვისები.
ჩვენი მომსახურება განკუთვნილია შემდეგი მიმართულების კომპანიებისთვის:

  • ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებები

  • სამედიცინო ლაბორატორიები

  • ბავშვთა კლინიკები / პოლიკლინიკები / სამშობიაროები

  • ოფთალმოლოგიური, სტომატოლოგიური, ვეტერინარული კლინიკები

  • სარეაბილიტაციო, დიაგნოსტიკური, რეპროდუქციული, პლასტიკური ქირგურგიის  და ესთეტიკური ცენტრები

  • კოსმეტოლოგიური კაბინეტები

  • ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დაწესებულებები

  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმწოდებლები

  • აფთიაქები და  ფარმაცევტული საწარმოები

  • მედიკამენტების, სამედიცინო სახარჯი მასალების და სამედიცინო ტექნიკის მიმწოდებელი კომპანიები

ჯანდაცვის დაწესებულებების ფინანსური ოპერაციების მართვისთვის, ჩვენი მომსახურება:

1. კლინიკის ყველა სახის საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება

2. კლინიკის პარტნიორ კომპანიებთან (მ.შ. სადაზღვევო კომპანიები, სახელმწიფო უწყებები და სხვა) წარსადგენი დოკუმენტაციის კანონისა და დადგენილი წესების მიხედვით წარმოება, მონაცემების დადარება;

3. საგადასახადო პორტალზე მომწოდებლების მიერ გამოგზავნილი ანგარიშ-ფაქტურების მიღება-ჩაბარების აქტებთან და ზედნადებებთან შესაბამისობის შემოწმება, დამოწმება საბუღალტრო პროგრამაში გატარება;

4. მომწოდებლებზე, თანამშრომლებზე, სახელმწიფო ბიუჯეტში და სხვა მომზადებული საგადახდო გადარიცხვების შემოწმება – ავტორიზება;

5. საგადასახადო ორგანოებში ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება-წარდგენა;

6. საგადასახადო ორგანოებში ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება-წარდგენა;

7. აუდიტორებისათვის ინფორმაციის მომზადება;

8. სტატისტიკის დეპარტამენტისათვის კვარტალური ინფორმაციის მომზადება;

9. სტატისტიკის დეპარტამენტისათვის ყოველწლიური ინფორმაციის მომზადება;

10. დებიტორებთან/კრედიტორებთან შედარების აქტების გაფორმება;

11. ბუღალტრული ბაზის კორექტული შევსების სისტემატური კონტროლი, ძირითადი საშუალებების ცვეთის კონტროლი, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა;

12. ყოველდღიურად ბანკებში განხორციელებული ტრანზაქციების აღრიცხვა და შესაბამისი თანხების გატარების უზრუნველყოფა საბუღალტრო პროგრამაში;

13. კომპანიაში ნაღდი ფულადი ერთეულის მოძრაობის კონტროლი;

14. დავალიანების დროულად დაფარვის მონიტორინგი;

15. კრედიტორების მიერ გამოწერილი ანგარიშ–ფაქტურების, სასაქონლო-ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტების შემოწმება;

16. ხელფასების და ხელფასებთან გათანაბრებული ხარჯების მართვა;

17. ძირითადი საშუალებების, ასევე მარაგების, რეალიზაციის ან/და დემონტაჟის შემთხვევაში პირველადი დოკუმენტაციის (ელ.ზედნადები) გამოწერა;

18. სხვადასხვა განყოფილებების მიერ მომზადებული ინფორმაციის (გარე ან შიდა მომხმარებლებისათვის) გადამოწმება-ვიზირება;

19. ბუღალტერიაზე დაწერილი კორესპონდენციის განხილვა, ცნობად მიღება, პასუხების მომზადება, მიმართულების მიცემა

და სხვა.