ვაჭრობა

ინდუსტრია, რომლის გამოც  ბუღალტერია შეიქმნა.

როგორც დამწყებმა, ისე მზარდმა კომპანიებმა – უნდა გაითვალისწინონ, რომ მიკერძოებული, ინსტიქტზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები, ხშირი და არასწორია, როდესაც კომპანიას არ აქვს დროული, მყარი, სანდო ფინანსური მონაცემები.

  • ჩვენთან პარტნიორობით, არაერთმა ბიზნესმა  მიაღწია წარმატებას ფინანსური აღრიცხვის რისკებისა და ხარვეზების გარეშე

  • იმოქმედა თავდაჯერებულად, ჩვენს მიერ მომზადებულ მონაცემებზე დაყრდნობით
  • აღმოფხვრა საქმიანობის ხარვეზები, სანამ ისინი კოშმარულ სცენარებად გადაიქცეოდა
  • მიაღწია პროცესების ოპტიმიზაციას, კაპიტალის ზრდას და მოიპოვა კონკურენტული უპირატესობა  გრძელვადიანად

მომსახურება მორგებულია ვაჭრობის ინდუსტრიის სრულ სპექტრზე, მათ შორის:

  • საცალო ვაჭრობა – უნივერსალური, სპეციალიზებული, ვიწროსპეცილიზებული და კომბინირებული სავაჭრო კომპანიები

  • საბითუმო მიმწოდებლის პროფილის კომპანიები
  • საგარეო ვაჭრობა – ექსპორტისა და იმპორტის სასაქონლო სტრუქტურის კომპანიები
  • E-commerce

ჩვენი მომსახურებით სარგებლობს ასობით რეზიდენტი და არარეზიდენტი საწარმო მთელს მსოფლიოში;

ჩვენ გთავაზობთ:

1. მარაგების მართვის ეფექტური მენეჯმენტის შემუშავება: სასაქონლო-მატერიალური მარაგების ეფექტური მართვის სისტემის დანერგვა და მათი კონტროლის მექანიზმები. მარაგების ჩამოწერის და თვითღირებულების გამოთვლის ანალიზი;

გთავაზობთ, მნიშვნელოვან ხილვადობას მარაგების მართვის ძირითად ასპექტებში. რაც მოიცავს საქონლის შეძენას, მარაგის შეფასებას და საშუალო მოძრავი ხარჯების გამოთვლას (MAC). ეს ინფორმაცია საშუალებას გაძლევთ, გააუმჯობესოთ მარაგის მართვის სტრატეგიები და მიაღწიოთ უფრო გამარტივებულ და მომგებიან სავაჭრო  პროცესს;

2. ბიუჯეტირებისა და ანალიზის სისტემის შემუშავება და დანერგვა.

როგორც კომპანიის, ასევე დანახარჯთა წერტილებისა და მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულების მიხედვით ეფექტური ბუღალტრული სისტემა საშუალებას გაძლევთ, გქონდეთ სათანადო ბიუჯეტის ანალიზი, რათა შეაფასოთ ღირებულება, ხარჯები და შემოსავალი,  შესაბამისად დააკორექტიროთ ბიუჯეტი;

3. შემოსავლების და დანახარჯების ანალიზი ფილიალების, დეპარტამენტების, პროდუქციის/პრუდუქტის სერიის, სავაჭრო წერტილების მიხედვით;

4. რეპორტინგის სისტემის შემუშავება, გადახრების ანალიზი და კონტროლი

ჩვენი საბუღალტრო  განყოფილება,მოგაწვდით სრულ ინფორმაციას კვარტალურად, ყოველთვიურად  (თუნდაც ყოველკვირეულად ან ყოველდღიურად, საჭიროებიდან გამომდინარე);

  • ფინანსური უწყისების მომზადება
  • მოგება- ზარალის ანგარიშგება
  • ბალანსის ანგარიშგება
  • ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება

5. IFRS სტანდარტების დანერგვა

6. რეგულაციებთან შესაბამისობის ეფექტური შიდა კონტროლის დანერგვა

ეს კონტროლი ამცირებს თაღლითობის, შეცდომების და შეუსაბამობის რისკს, რაც იძლევა გარანტიას, რომ კომპანიის ფინანსური საქმიანობა ზუსტი და სანდოა;

7. პარტნიორ კომპანიებთან (მ.შ. სადაზღვევო კომპანიები, სახელმწიფო უწყებები და სხვა) წარსადგენი დოკუმენტაციის კანონისა და დადგენილი წესების მიხედვით წარმოება, მონაცემების დადარება;

8. საგადასახადო პორტალზე მომწოდებლების მიერ გამოგზავნილი ანგარიშ-ფაქტურების მიღება-ჩაბარების აქტებთან და ზედნადებებთან შესაბამისობის შემოწმება, დამოწმება საბუღალტრო პროგრამაში გატარება;

9. მომწოდებლებზე, თანამშრომლებზე, სახელმწიფო ბიუჯეტში და სხვა მომზადებული საგადახდო გადარიცხვების შემოწმება – ავტორიზება;

10. საგადასახადო ორგანოებში ყოველთვიური დაყოველწლიური დეკლარაციების მომზადება-წარდგენა;

11. სტატისტიკის დეპარტამენტისათვის კვარტალური ინფორმაციის მომზადება;

12. სტატისტიკის დეპარტამენტისათვის ყოველწლიური ინფორმაციის მომზადება;

13. დებიტორებთან/კრედიტორებთან შედარების აქტების გაფორმება;

14. ბუღალტრული ბაზის კორექტული შევსების სისტემატური კონტროლი, ძირითადი საშუალებების ცვეთის კონტროლი, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა;

15. ყოველდღიურად ბანკებში განხორციელებული ტრანზაქციების აღრიცხვა და შესაბამისი თანხების გატარების უზრუნველყოფა საბუღალტრო პროგრამაში;

16. კომპანიაში ნაღდი ფულადი ერთეულის მოძრაობის კონტროლი;

17. დავალიანების დროულად დაფარვის მონიტორინგი;

18. კრედიტორების მიერ გამოწერილი ანგარიშ–ფაქტურების, სასაქონლო-ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტების შემოწმება;

19. ხელფასების და ხელფასებთან გათანაბრებული ხარჯების მართვა;

20. ძირითადი საშუალებების, ასევე მარაგების, რეალიზაციის ან/და დემონტაჟის შემთხვევაში პირველადი დოკუმენტაციის (ელ.ზედნადები) გამოწერა;

21. სხვადასხვა განყოფილებების მიერ მომზადებული ინფორმაციის (გარე ან შიდა მომხმარებლებისათვის) გადამოწმება-ვიზირება;

22. ბუღალტერიაზე დაწერილი კორესპონდენციის განხილვა, ცნობად მიღება, პასუხების მომზადება, მიმართულების მიცემა

და სხვა.