სასტუმრო

მსოფლიოში, 80-ზე მეტი  ტიპის სასტუმრო არსებობს და ყველა მათგანს სჭირდება უმაღლესი კლასის საბუღალტრო, ფინანსური და საგადასახადო მომსახურება.

თანამედროვე სასტუმრო საწარმო – ეს არის გლობალური მასშტაბის ინდუსტრია, რთული და კომპლექსური ობიექტი, რომელიც მოიცავს:

  • სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების, დიდი ოდენობით სათავსებს, ამორტიზებად და არაამორტიზებად აქტივებს

  • ძირითადი და დამატებითი მომსახურების და აქტივობების განუსაზღვრელ ასორტიმენტს

  • საქმიან ურთიერთობას საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორთან, ფერმერებთან

  • დაჯავშნის არხებთან, ტურისტულ კომპანიებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, გრანტების გამცემ დონორებთან, საერთაშორისო  ასოციაციებთან, კომიტეტებთან და ა.შ.

მაშინაც კი, როდესაც სასტუმროს შეიძლება ეწოდოს „პატარა“ სასტუმრო, ფუნქციონირებისთვის მას აუცილებლად სჭირდება:

1. პირველადი დოკუმენტაციის, სააღრიცხვო ჩანაწერების გარანტირებული სიზუსტე, სისრულე და საიმედო ფინანსური ინფორმაციის დროული მომზადება;

2. ყოველდღიური ტანზაქციების, ინვოისების დამუშავება – აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში (ბუღალტრული ბაზის წარმოება), დოკუმენტების მყისიერი  აღრიცხვა და დაცვა;

3. ზუსტი ფინანსური ჩანაწერების წარმოება კლასების, პაკეტების, მომსახურების სახეობების მიხედვით;

4. ბიუჯეტირებისა და ანალიზის სისტემის შემუშავება და დანერგვა:

  • რეალიზაციის ბიუჯეტების მომზადება

  • წარმოების, მასალების (მოხმარებისა და შესყიდვის)

  • სამუშაო ძალისა და ზედნადები ხარჯების ბიუჯეტების მომზადება

  • ფულადი სახსრების ბიუჯეტის მომზადება

  • მთავარი ბიუჯეტის მომზადება (მოგება-ზარალისა და ფინანსური მდგომარეობის უწყისები)

  • ხისტ ბიუჯეტს, ელასტიურ ბიუჯეტსა და ფაქტობრივ რეალიზაციის, დანახარჯებსა და მოგებას შორის გადახრების გამოთვლა

5. დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან კოორდინაცია ბიუჯეტების შედგენის, შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგის, კონტროლის ღონისძიებების განსახორციელებლად;

6. შემოსავლების აღრიცხვა თითოეული განყოფილების, ფილიალის, ნომრის, მომსახურების და ა.შ. უნიკალური შემოსავლის ნაკადების მიხედვით;

7. ფიქსირებული ხარჯების და ცვლადიხარჯების აღრიცხვა, მართვა, დანახარჯების ოპტიმიზაცია და კლასიფიკაცია კატეგორიების მიხედვით, არასაწარმოო დანახარჯების აღრიცხვა – ადმინისტრაციული, რეალიზაციის, კომერციული და ფინანსური დანახარჯები;

8. მომსახურების/ოპერაციების დანახარჯთა კალკულაცია, დანახარჯების ანალიზის ჩატარება დარგისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით;

9. ხარჯვის შაბლონების ანალიზი. ხელმძღვანელებთან კოორდინაცია, უკეთესი ტარიფების მისაღწევად და ხარჯების დაზოგვის ღონისძიებების განხორციელებლად, სტუმრების მომსახურების ხარისხზე კომპრომისის გარეშე;

10 რეპორტინგის სისტემის შემუშავება, გადახრების ანალიზი და კონტროლი

ჩვენი საბუღალტრო  განყოფილება,მოგაწვდით სრულ ინფორმაციას კვარტალურად, ყოველთვიურად  (თუნდაც ყოველკვირეულად ან ყოველდღიურად, საჭიროებიდან გამომდინარე):

ფინანსური უწყისების მომზადება

მოგება- ზარალის ანგარიშგება

ბალანსის ანგარიშგება

ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება

11. რეგულაციებთან შესაბამისობის ეფექტური შიდა კონტროლის დანერგვა

ეს კონტროლი ამცირებს თაღლითობის, შეცდომების და შეუსაბამობის რისკს, რაც იძლევა გარანტიას, რომ კომპანიის ფინანსური საქმიანობა ზუსტი და სანდოა;

12. სასტუმროს დატვირთულობის მაჩვენებლის კონტროლი;

13. ძირითადი საშუალებების  ცვეთის, ჩამოწერის, რემონტის და კაპიტალური დანახარჯების აღრიცხვის სისტემის შემუშავება;

14. ასორტიმენტის ანალიზის სისტემის დანერგვა (ABC ანალიზი)

15. ზუსტი ფასის და მოგების მარჟის პოტენციალის მართვა, საქონლის და მომსახურების მიწოდების ნამდვილი ღირებულების გამოთვლა. ზუსტი ფასების სტრატეგიების დანერგვა, მოგების მარჟის შესაბამისობა რეალურ ხარჯებთან;

16. ნაღდი ფულის და ფულადი სახსრების კონტროლი, Cash flow მონიტორინგი;

17. IFRS სტანდარტების დანერგვა;

18. შიდა აუდიტი ფინანსური პოლიტიკისა და რეგულაციების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, შეუსაბამობების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მიზნით;

19. ხელფასების და ხელფასებთან გათანაბრებული ხარჯების მართვა;

20. დებიტორ-კრედიტორების დავალიანებების კონტროლი, დავალიანების დროულად დაფარვის მონიტორინგი;

21. სპეციალური აღჭურვილობის, დეკორატიული პროდუქტების, ტექსტილის, განათების, პერსონალის უნიფორმების და სხვა ექსკლუზიური პროდუქტების მიმწოდებლებთან წარსადგენი დოკუმენტაციის კანონისა და დადგენილი წესების მიხედვით წარმოება, მონაცემების დადარება;

22. ლოიალობის სისტემის აღრიცხვა და მართვა (ფასდაკლების, დაგროვების, სასაჩუქრე ბარათები და ა.შ)

და სხვა.

სმარტ ბუღალტერია & აუდიტი – თან პარტნიორობით, შეგიძლიათ:

  • თავი აარიდოთ ძვირადღირებულ რისკებს

  • გამოავლინოთ, თავიდან აიცილოთ ან გამოასწოროთ შეცდომები

  • მიაღწიოთ ეფექტურ ბუღალტრულ აღრიცხვას

  • სწორად მოახდინოთ საგადასახადო დეკლარირება და გადასახადების გადახდა

  • სწორად მოახდინოთ საგადასახადო დეკლარირება და გადასახადების გადახდა

  • სწორად მოახდინოთ საგადასახადო დეკლარირება და გადასახადების გადახდა