აგრობიზნესი, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი
მსოფლიო ბაზარზე საკვებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე საქართველოში სოფლის მეურნეობა გამოცხადდა სტრატეგიულ მიმართულებად. სოფლის მეურნეობის ინდუსტრია, ერთ -ერთ ყველაზე სპეციფიკურ სფეროდ ითვლება ბუღალტერიაში.
ჩვენი სპეციალიზებული განყოფილება, ფოკუსირებულია ბუღალტერიასა და ფინანსურ მენეჯმენტზე სოფლის მეურნეობის შემდეგი დარგებისთვის:
- ვეტერინარია
- მებაღეობა
მებოსტნეობა
მევენახეობა-მეღვინეობა
მეთევზეობა
- მემარცვლეობა
- მემცენარეობა
მეფრინველეობა
მეფუტკრეობა
- მეცხოველეობა
- მცენარეთა დაცვა
კომპანია SAA • Smart Accounting & Audit მიესალმება ყველა ფერმერს და აგრობიზნესმენს, რომელიც ეძებს საიმედო პარტნიორს საკუთარი ბიზნესის მართვაში და მოგემსახურებათ საქმიანობის ყველა ეტაპზე:
ფინანსურ რესურსებზე წვდომა ფერმერებისთვის
კვლევა და განვითარება
რესურსების მოპოვება
რესურსების დამუშავება
ნახევარფაბრიკატები
საბოლოო პროდუქტი
დასაწყობება
განაწილება
მომხმარებლის მომსახურება
ექსპორტი
ეს რგოლები შეიძლება თავმოყრილი იყოს ერთ კონკრეტულ კომპანიაში, ან სხვადასხვა კომპანიებს შორის იყოს დანაწილებული. ისევე, როგორც წარმოების პროცესის ფრაგმენტაცია შეიძლება განხორციელდეს ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში, მოიცავდეს ცალკეულ რეგიონს ან გააჩნდეს გლობალური ხასიათი.
სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში, სადაც პირობები და გამოწვევები იცვლება ყოველ სეზონზე, სათანადო ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური სტრატეგია გადამწყვეტ როლს თამაშობს ნებისმიერი კომპანიის წარმატებაში.
აგრობიზნესის აღრიცხვის ჩვენი გამოცდილება, საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ სპეციალიზებული გადაწყვეტილებები თითოეული კომპანიის უნიკალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად
საქართველოს საკანონმდებლო ბაზა ითვალისწინებს აგროსფეროს აღრიცხვის სხვადასხვა რეჟიმს მათი ზომისა და საქმიანობის სახეობიდან გამომდინარე
გარდა ამისა, აგრობიზნესის აღრიცხვაში ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული ევროკავშირისა და ეროვნული ფონდების კონკრეტული სუბსიდიები და დახმარება, რაც შეიძლება მოიცავდეს სპეციალური აღრიცხვისა და საგადასახადო წესებს.
ჩვენი მომსახურება მოიცავს სხვადასხვა პროექტებთან ურთიერთობის აღრიცხვას, როგორიცაა:
პროექტი „დანერგე მომავალი“
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა“
„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“
„შეღავათიანი აგროკრედიტი“
- „აგროდაზღვევა“
„აწარმოე საქართველოში“
აგრობიზნესის აღრიცხვაზე მოქმედი ფაქტორები:
1. კომპანიის დაფუძნების იურიდიული საჭიროებები და პროცედურები
2. საქმიანობის სეზონურობა:
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ჩვეულებრივ სეზონურია, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს აუდიტზე და სტანდარტულ ბუღალტრულ პრაქტიკაზე
3. სპეციფიკური ხარჯები და შემოსავლები:
აგრობიზნესს აქვს კონკრეტული ხარჯები და შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებულია ნიადაგის დამუშავებასთან, თესლის შეძენასთან, ტექნიკის გამოყენებასთან, სამუშაო რესურსებთან, პესტიციდების, აგროქიმიკატების, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების გამოცდის ორგანიზებათან და რეგისტრაციასთან
4. კანონმდებლობა სოფლის მეურნეობის სფეროში:
ფერმერებმა უნდა დაიცვან სოფლის მეურნეობის სპეციფიკური კანონმდებლობა, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას (ბასს 41, გრანტების აღრიცხვა და ა.შ) და ადგილობრივ მარეგულირებელ ნორმებს: სხვადასხვა სუბსიდიებს, გადასახადებს და წახალისებას
5. ინვენტარის და დანადგარების კონტროლი:
ფერმერებმა უნდა აკონტროლონ ტექნიკის, თესლის, სასუქების და სხვა მასალების მარაგი, რომლებიც გამოიყენება წარმოებაში
6. გადამუშავება:
სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რომელიც გამოიყენება გადამუშავებისთვის, მოითხოვს სპეციფიკურ აღრიცხვას, რათა თვალყური ადევნოთ ხარჯებს და შემოსავალს ამ პროცესში
7. სხვა აქტივობებთან კომბინირების შესაძლებლობა:
ზოგიერთ ფერმერს შეუძლია თავისი საქმიანობა შეუთავსოს ვაჭრობას, ტურიზმს ან სხვა დამატებით მომსახურებას, რაც საჭიროებს დამატებით აღრიცხვის პროცედურებს
SAA • Smart Accounting & Audit -თან ერთად გყავთ საიმედო პარტნიორი, რომელსაც ესმის საქართველოს სოფლის მეურნეობის ბიზნესის სპეციფიკა და მოწოდებულია უზრუნველყოს მორგებული ფინანსური გადაწყვეტილებები თქვენი უნიკალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და თქვენი გრძელვადიანი განვითარების მხარდასაჭერად
ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ არა მხოლოდ ბუღალტრულ მომსახურებას, არამედ ღირებულ რჩევებს საგადასახადო და ფინანსური ოპერაციების ოპტიმიზაციის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის დინამიურ გარემოში