მასშტაბური ბუღალტრული მომსახურება – მრავალკომპონენტიანი და მუდმივად ცვალებადი ინდუსტრიისთვის.
დღევანდელ გლობალურ ეკონომიკაში, გამოწვევების გადასაჭრელად, ლოჯისტიკის სფერო გადის სწრაფი ინოვაციების პერიოდს, რომელიც გამოწვეულია ტექნოლოგიური მიღწევებით და მომხმარებელთა ქცევის ცვლილებებით.
ლოჯისტიკური საქმიანობის მიზანი: საჭირო საქონლის მიწოდება, საჭირო რაოდენობით, შესაბამისი ხარისხით, საჭირო ადგილას, საჭირო დროს, საჭირო მომხმარებელს, ოპტიმალური დანახარჯებით;
SMART ACCOUNTING & AUDIT -ში, ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალიზებული განყოფილება, ფოკუსირებულია ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის ჯაჭვის ოპერაციების ფინანსურ მენეჯმენტზე, გადაზიდვის შემდეგი სახეობებისთვის:
- საჰაერო გადაზიდვები
საზღვაო გადაზიდვები
- სახმელეთო გადაზიდვები
- მულტიმოდალური, უნიმოდალური, საკონტეინერო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტირება;
ასევე მოიცავს, საერთაშორისო და ადგილობრივი:
- სადისტრიბუციო კომპანიების
სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობების
საკურიერო კომპანიების
საშუამავლო დაწესებულებების, ბუღალტრულ, საგადასახადო, ფინანსურ მომსახურებას და აუდიტს;
ჩვენ გთავაზობთ:
1. კომპანიის ლოჯისტიკურ (სადისტრიბუციო) საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა, გამართული ფინანსური სტრუქტურის ფორმირება, ბუღალტრული ბაზის კორექტული შევსების სისტემატური კონტროლი;
2. ძირითადი საშუალებების ( სატრანსპორტო საშუალებების, სასაწყობე, სპეციალური საცავი ობიექტების, სადისტრიბუციო ცენტრების, ინვენტარის და ა.შ) ცვეთის, ჩამოწერის, რემონტის და კაპიტალური დანახარჯების აღრიცხვის სისტემის შემუშავება;
3. ფიქსირებული ლოჯისტიკური ხარჯების და ცვლადი ლოჯისტიკური ხარჯების აღრიცხვა, მართვა, დანახარჯების ოპტიმიზაცია და კლასიფიკაცია კატეგორიების მიხედვით, როგორიცაა: ცოცხალი, სახიფათო, ძვირფასი და მალფუჭებადი ტვირთების ტრანსპორტირება, ადმინისტრაციული, ექსპედიტორების, ბროკერის, პერსონალის შრომის, დაცვის სისტემების, ნავთობის, ტვირთის გადასახადის და ა.შ;
4. სათანადო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების პრაქტიკის განხორციელება, შესაბამისი დოკუმენტების მყისიერი აღრიცხვა და დაცვა;
5. პარტნიორ კომპანიებთან (ტვირთების დაზღვევის, სადაზღვევო კომპანიების, სახელმწიფო უწყებები და სხვა) წარსადგენი დოკუმენტაციის კანონისა და დადგენილი წესების მიხედვით წარმოება;
6. ზუსტი ფასის და მოგების მარჟის პოტენციალის მართვა, საქონლის მომხმარებლებისთვის მიწოდების ნამდვილი ღირებულების გამოთვლა. ზუსტი ფასების სტრატეგიების დანერგვა, მოგების მარჟის შესაბამისობას ლოჯისტიკური პროცესის დროს გაწეულ რეალურ ხარჯებთან;
7. სასაქონლო – მატერიალური მარაგების ეფექტური მართვის სისტემის დანერგვა, მარაგების დონეების, ბრუნვის განაკვეთებისა და შენახვის ხარჯების მართვა;
8. ბიუჯეტირებისა და ანალიზის სისტემის შემუშავება და დანერგვა;
9. ნაღდი ფულის და ფულადი სახსრების კონტროლი, Cash flow მონიტორინგი;
10. დებიტორ-კრედიტორების დავალიანებების კონტროლი, დავალიანების დროულად დაფარვის მონიტორინგი;
11. რეპორტინგის სისტემის შემუშავება და გადახრების ანალიზი
ჩვენი საბუღალტრო განყოფილება,მოგაწვდით სრულ ინფორმაციას კვარტალურად, ყოველთვიურად (თუნდაც ყოველკვირეულად ან ყოველდღიურად, საჭიროებიდან გამომდინარე);
12. IFRS სტანდარტების დანერგვა;
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ინდუსტრიაში, რადგან ლოჯისტიკური და სატრანსპორტო კომპანიები მოქმედებენ საერთაშორისო დონეზე და მონაწილეობენ ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებში;
13. ყოველდღიურად ბანკებში განხორციელებული ტრანზაქციების აღრიცხვა და შესაბამისი თანხების გატარების უზრუნველყოფა საბუღალტრო პროგრამაში;
14. კრედიტორების მიერ გამოწერილი ანგარიშ–ფაქტურების, სასაქონლო-ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტების შემოწმება;
15. ფინანსური ანგარიშგების, შიდა და გარე მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, მოგება – ზარალის ანგარიშგება;
16. Რისკების ფინანსური მართვა, რისკის შემცირების სტრატეგიების რეკომენდაციები, მონიტორინგი და ანალიზი: მყიდველის რისკის და ხარჯის, გამყიდველის რისკის და ხარჯის, ლოჯისტიკური ოპერაციების თანდაყოლილი რისკების (ტრანსპორტირების შეფერხება, პროდუქტის დაზიანება, ქურდობა);
17. SMART აღრიცხვის პლათფორმების და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, დიდი რაოდენობით მონაცემების რეალურ დროში კონტროლის საშუალება;
18. ინვოისების აუდიტი
სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანიებში ყოველდღიურად იქმნება ასობით და ათასობით ინვოისი. მნიშვნელოვანია ყველა გაგზავნილი და მიღებული ინვოისის გულდასმით შემოწმება, აღრიცხვა და აუდიტი;
ფინანსური ინფორმაცია არის კომპანიის რესურსის ტიპი, ბიზნესის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძირითადი ელემენტი, რომელიც ასტიმულირებს დინამიურად მზარდი კომპანიის მენეჯერებს, მოძებნონ ახალი ლოჯისტიკური გადაწყვეტილებები, შეამცირონ ხარჯები და გაზარდონ მოგება.
ამ ინფორმაციის საშუალებით შეგიძლიათ განსაზღვროთ მარაგის ოპტიმალური დონეები, შეამციროთ სატარიფო ხარჯები და თავიდან აიცილოთ ჭარბი მარაგები. მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის შენარჩუნებით, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ მომხმარებლის კმაყოფილება და თავიდან აიცილოთ ფინანსური ზარალი.
ეს ზომები ხელს შეუწყობს მონაცემთა მართვის გამარტივებას, სიზუსტის გაუმჯობესებას და მუდმივად ცვალებად რეგულაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.
ჩვენი მომსახურების საშუალებით, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ:
არასწორი პროგნოზები
არასწორი მიმართულებები და გადაზიდვის შეფერხებები
ხარჯების ზრდა, ჯარიმები და საურავები
გამოუყენებელი ან მოძველებული მარაგები
ცვლადი და არასტაბილური ზედნადები ხარჯი
მონაცემთა შეცდომები
დაკარგული კლიენტები